Monday, May 9, 2016

ტრენინგის შეჯამება

                                         

           ჩვენი პროექტის მიზანი იყო შეგვესწავლა, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ვისწავლეთ, როგორ დავწეროთ პროექტი, რა არის მისი მიზანი. მარტო პროექტის გეგმით არ შემოვფარგლულვართ, შევქმენით პროექტის პორთფოლიო.
     ტრენინგმა მასწავლა პროექტების წერა. ტექნიკური თვალსაზრისით ბლოგში მუშაობა, რაც დამეხმარება სასწავლო რესურსის შექმნაში,პროექტებში, სხვადასხვა რესურსის შექმნაში.
       ახალი სასწავლო წლიდან მელიდება კონსტრუქტივისტული სწავლების ინოვაციური მეთოდებითა და საინტერესო მასალით დატვირთული გაკვეთილების ჩატარება.  
              საინტერესო ტრენინგებისთვის უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს.                                           
                                  ტრენინგის მეცხრე დღე
 


            ტრენინგი იყო მეტად საინტერესო და სახალისო.დასაწყისში გავიმეორეთ განვლილი მასალა. მოვაწყეთ პროექტების პრეზენტაცია. თითქმის ყველა მონაწილემ წარმოადგინა სრულყოფილი და საინტერესო პროექტი.პრეზენტაციის შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში და შევაჯამეთ  პროექტი.                

Sunday, May 8, 2016

                                   ტრერინგის მერვე დღე

          გავიმეორეთ გავლილი მასალა.ვიმუშავეთ ფასილიტასციის  რესურსების შექმნაზე,გადავხედეთ პორთფოლიოს,საქაღალდე ავტვირთეთ ბლოგში,საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი და საქაღალდე გადავიტანეთ ბლოგში.
    ტრენინგი იყო ძალზე ნაყოფიერი. დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფერს გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.